„ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (ECCLAP)
2024-2026 წლებში, ევროკავშირის Erasmus+ (Jean Monnet) პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი ახორციელებს ჟან მონეს მოდულს - „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (European and Comparative Competition Law and Policy - ECCLAP).
მოდული ფოკუსირდება კონკურენციის სამართლითა და პოლიტიკით დაინტერესებულ მაგისტრანტებზე. მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება ასევე თავისუფალია კონკურენციის სამართლით დაინტერესებული აკადემიკოსებისა და პრაქტიკოსებისთვის.
მოდულის ფარგლებში გთავაზობთ:
- მაგისტრატურის სასწავლო კურსს „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი“ (6 კრედიტი; 30 საკონტაქტო საათი/ლექცია + 30 საათი ტრენინგი)
- ვებინარების სერიას კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე (4 ვებინარი სემესტრში, 1.5 საათის ხანგრძლივობით)
- დისკუსიებს კონფერენციებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატში, ქართული კონკურენციის სამართლის თანამედროვე გამოწვევებზე (1 კონფერენცია/მრგვალი მაგიდა წელიწადში, 4-6 საათის ხანგრძლივობით)
- იმიტირებული სასამართლო პროცესების სერიას ევროპულ და შედარებით კონკურენციის სამართალში (1 იმიტირებული სასამართლო პროცესი წელიწადში, 2-4 დღის ხანგრძლივობით)
მოდულს უძღვება სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კონკურენციის სამართლის ლექტორი და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი - დოქტორი ლიანა ჯაფარიძე. ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ელ-ფოსტით მიღების მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ მოდულის კოორდინატორს ელ-ფოსტაზე liana.japaridze@tsu.ge